შუახევის მუნიციპალიტეტი

სიახლეები

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, აპარატის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, აპარატის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე თავმჯდომარემ ისაუბრა ურთიერთანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე აქტივობებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე. ასევე, განიხილეს სამომავლო გეგმები და გაიწერა აღნიშნული აქტივობების შესაბამისი სამუშაო გეგმა - გრაფიკი.

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ საკრებულოს უმრავლესობის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ საკრებულოს უმრავლესობის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს არსებული ვითარება, თითოეული თემის საჭიროება, იმსჯელეს გამოწვევებსა და პრობლემების მოგვარების გზებზე. ასევე, ისაუბრეს შუახევის მუნიციპალიტეტში არსებულ სოციალურ-ეკონომიურ და კულტურულ ვითარებასა და გამოწვევებზე.

ოლადაურის ადმინისტრაცილ ერთეულში,გამონათლევის მიმდებარე ტერიტორიაზე სახალხო დღესასწაული ,,მარეთობა“ გაიმართა.

საზოგადოება ,,მარეთი“-ს ინიციატივითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ოლადაურის ადმინისტრაცილ ერთეულში,გამონათლევის მიმდებარე ტერიტორიაზე სახალხო დღესასწაული ,,მარეთობა“ გაიმართა. სახალხო დღესასწაულზე კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებთან ერთად მოეწყო მარეთის ხეობისათვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული ნიმუშების, ტრადიციული კერძების გამოფენა ( რძის პროდუქტების დამზადება, თაფლისა და არაყის გამოხდა), ჩატარდა ტურნირი ქართულ ჭიდაობაში. დღესასწაულზე სიმბოლური საჩუქრებით საპატიო მარეთელები დააჯილდოვეს. სახალხო დღესასწაული ,,მარეთობა“ მიზნად ისახავს, მარეთის ხეობისათვის დამახასიათებელი ტრადიციების შენარჩუნებას. სახალხო დღესაწაულზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა პატივსაცემად გაიხსნა მემორიალი.

მართლმადიდებლური სამყარო დღეს, მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს.

მართლმადიდებლური სამყარო დღეს, მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე სააღდგომო ლიტურგიას ხიჭაურის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესიაში დაესწრო და მრევლს ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. ქრისტე აღდგა!

საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ შუახევის მუნიციპალიტეტში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საჩითილე მეურნეობა დაათვალიერა.

აღნიშნულ საჩითილე მეურნეობაში გამოყვანილია კიტრის, პომიდვრის, ბადრიჯნის, ტკბილი წიწაკის, ბროკოლის, ყვავილოვანი კომბოსტოს, სალათის ფურცლის და სხვა ბოსტნეულის 300 000 - მდე ჩითილი. მაისის დასაწყისიდან ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ჯიშური ნიშან-თვისებების დაცვით გამოყვანილი მაღალხარისხიანი ჩითილები, რომელიც გარანტირებულად უზრუნველყოფს უხვ და ხარისხიანი მოსავლის მიღებას. საჩითილე მეურნეობებში ასევე იმყოფებოდნენ, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ბერიძე, აგრარული განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლები და აგროსერვის ცენტრის ხელმძღვანელი პირები.

აჭარაში სოფლის მეურნეობაში ჩართული ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ფართობების უსასყიდლო დამუშავება დასკვნით ეტაპზეა.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით, აჭარაში სოფლის მეურნეობაში ჩართული ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ფართობების უსასყიდლო დამუშავება დასკვნით ეტაპზეა. რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის ფერმერებს სახნავ-სათესი ფართობების დამუშავება უფასოდ შეუძლიათ. 2024 წელს პროგრამის ფარგლებში სულ 2170 ჰა- ფართობი დამუშავდება. დღეის მდგომარეობით უკვე დამუშავებულია 1650 ჰა მიწის ფართობი. შუახევის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების პროცესს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძესთან, მოადგილე გურამ ზოიძესთან, შუახევის მერ ომარ ტაჯიძესთან, საკრებულოს წევრ მალხაზ ტაკიძესთან საქართველოს პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძესა და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

საკრებულოს მორიგი სხომა.

დღეს, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე უძღვებოდა. სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი.